
ინტერნეტ გადახდები ის ფინანსური სერვისია, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება. ყველასთვის ბევრად კომფორტული და მოსახერხებელია კომუნალური გადასახადების, ამანათის ტრანსპორტირების, მობილურის ბალანსის შევსების, პარკინგის, საკრედიტო დავალიანების დაფარვის თუ კიდევ სხვა ტრანზაქციების სახლიდან გაუსვლელად შესრულება. იმისათვის რომ ინტერნეტ გადახდები მარტივი და უსაფრთხო იყოს, თიბისი ფეიმ მომენტალური გადახდებისთვის მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სისტემა შემქნა. აქ ერთ სივრცეში გადაიხდით 1000-ზე მეტი კომპანიის სერვისის ღირებულებას. თანაც ამ ყველაფერს ონლაინ, ინტერნეტის დახმარებით შეძლებთ.
თიბისი ფეი უმარტივებს მომხმარებელს ინტერნეტ გადახდებს და ყველა საჭირო და სასარგებლო ფუნქციას ერთ სივრცეში სთავაზობს. ონლაინ გადახდების მოქნილი და მოსახერხებელი სისტემა წარმოდგენილია როგორც ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის სახით. სერვისებით სარგებლობა დროის ნებისმიერ მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
მობილურის მომხმარებლებისთვის შექმნილია აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android-ის სისტემისთვის. მობილურის აპლიკაციით გადახდების შესრულება კი ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. ტელეფონი ხომ ყველას მუდამ გვერდით გვაქვს და საჭირო ტრანზაქციების შესრულებაც სწრაფად და მოსახერხებლად შეგვიძლია.
თიბისი ფეის ციფრული პლატფორმა სპეციალურად ინტერნეტ გადახდებზეა მორგებული და ორიენიტრებულია სისწრაფესა და უსაფრთხოებაზე. ვებგვერდზე, ისევე როგორც აპლიკაციაში, წარმოდგენილი სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი, რაც მომხმარებელს საჭირო სერვისის სწრაფად მოძებნას უადვილებს. სისტემა საშუალებას გაძლევთ ერთი კლიკით სხვადასხვა სერვისი ერთდროულად გადაიხადოთ. ამისათვის საჭიროა, რომ ყველა სასურველი გადახდა ერთად მოათავსოთ კალათაში და ერთი კლიკით ყველა მათგანი გადაიხადოთ. ეს კი დროს ბევრად დაგიზოგავთ.
თიბისი ფეის მომხმარებლებს საშუალება აქვთ შექმნან ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები და ამით თავიდან აირიდოთ ყოველ ჯერზე მონაცემების ხელახალი შეყვანა. გარდა ამისა, სისტემაში მუდმივად მახსოვრდება ყველა შესრულებული ოპერაცია, გადახდების ისტორიის ნახვას ნებისმიერ დროს შეძლებთ. ასე კი უკეთ აკონტროლებთ ხარჯებს და თქვენს ბიუჯეტს.
თუ თქვენ თანხის გადარიცხვა არა კომპანიისთვის, არამედ ფიზიკური პირისთვის გსურთ, ამას თიბისი ფეის სისტემაში სხვადასხვა გზით შეძლებთ - გადარიცხოთ თანხა ბარათიდან ბარათზე ან გადარიცხოთ მიმღები პირის მობილურის ნომრით ანდაც მისი პირადი ნომრის საშუალებით. გადარიცხული თანხა ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
თიბისი ფეის სისტემა საშუალებას გაძლევთ მიაბათ პირად ანგარიშს ნებისმიერი საბანკო ბარათი და მისი საშუალებით განახორციელოთ სხვადასხვა სერვისის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არც ერთი ბანკის მომხმარებელი არ ხართ და შესაბამისად არ გაქვთ საბანკო ბარათი, თიბისი ფეი გთავაზობთ ისარგებლოთ ელექტრონული საფულის სერვისით. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგი სწორედ ინტერნეტ გადახდების შესრულების დროსაა.
ელექტრონული საფულე ჩვეულებრივი საფულის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ თანხას ვირტუალურად, თიბისი ფეის პირად ანგარიშზე შეინახავთ. ელექტრონულ საფულეში თანხის ასახვას თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატებით საკომისიოს გარეშე შეძლებთ, ამის შემდეგ კი თანხას თქვენი ნება-სურვილით განკარგავთ - შეძლებთ გადახადოთ 1000-ზე მეტი კომპანიის 1000-მდე სერვისი, თანაც ბარათის საკომისიოს გარეშე. ასევე შესაძლებელია ერთი საფულიდან მეორე საფულეზე თანხის გადარიცხვა ან გადატანა.
თუ თქვენ ინტერნეტ გადახდებისთვის კომფორტულ და მოსახერხებელ პლატფორმას ეძებთ, თიბისი ფეის სისტემა ნამდვილად გამოგადგებათ. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმა - ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატები - აქ ყველგან ერთი საერთო სივრცე დაგხვდებათ, სადაც საჭირო დროსა და მომენტში საჭირო ოპერაციებს ერთი კლიკით შეასრულებთ.
(R)
Share