3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:37:02

1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელომ“ მიიღო

By: Admin
2020-10-24 12:35:24
204

1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელომ“ მიიღო.

ამის შესახებ ნათქვამიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, „ლელომ“ 2 599 290 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიებიდან მიღებული შემოსავლებით მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2 295 309 ლარით, ხოლო მესამე ადგილზეა „სტრატეგია აღმაშენებლი“ 2 015 505 ლარით.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share