
ვითხოვთ, რომ საშემოსავლო საშეღავათო პერიოდი 6 თვით გადავადდეს, - ამის შესახებ რითეილ ასოციაციის თავმჯდომარემ, მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადავადების შემთხვევაში სექტორი შეძლებს მოსახლეობის სურსათით უწყვეტ მომარაგებას.
„წარმოვადგენ ორგანიზებული ბაზრის სასურსათო ქსელური მაღაზიების რითეილ ასოციაციის თავმჯდომარეს, შესაბამისად, ჩვენზე, სახელმწიფოს კეთილი ნებით, ვრცელდებოდა საშემოსავლოს საშეღავათო პერიოდი პირველ ნოემბრამდე, რომელმაც ძალიან დადებითად იმოქმედა სექტორზე, ვინაიდან, ჩვენ შევძელით, სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ვინაიდან ეპიდსიტუაცია არ გაუმჯობესებულა და პირიქით, გაუარესებულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსი „ლოკდაუნი" არ იგეგმება, თუმცა ჩვენ „ლოკდაუნის" დროსაც ვმუშაობდით, იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს სასურსათო მაღაზიებს, სახელმწიფოსაც, რა თქმა უნდა, შეზღუდული რესურსები აქვს, აქედან გამომდინარე ვითხოვთ, რომ გადავადდეს შემდეგი 6 თვით ეს შეღავათი, რომელიც პოზიტიურად იმოქმედებს ჩვენს სექტორზე, რომ შევძლოთ მოსახლეობის სურსათით უწყვეტი მომარაგება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამჟამინდელი ვადა არის პირველ ნოემბრამდე, შესაბამისად არის ვადა ჯერ კიდევ", - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share