3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:30:57

სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

შპს „საქართველოს მელიორაცია“  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ტაშისკარის   სარწყავი სისტემის  აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. 
სოფელ ქვიშხეთში   ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან  წყალგამანაწილებელი   არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. 

აღდგენილი საირიგაციო არხით   5 სოფლის -ცხრამუხა, ქვიშხეთი, ოსიაური, გომისა და  აგარების  მოსახლეობა ისარგებლებს. 

სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა. 

აღდგენილი საირიგაციო არხით   5 სოფლის -ცხრამუხა, ქვიშხეთი, ოსიაური, გომისა და  აგარების  მოსახლეობა ისარგებლებს. 

სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა. 

(NS)

Share