
კომპანია "ლუკოილის" ხელმძღვანელის, ვაგიტ ალეკპეროვია განცხადებით,ნავთობის ფასი მეტისმეტად დაბალ დონეზე დგას, რაც გამოიწვევს სანავთობო სფეროში ინვესტიციების შემცირებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდექტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.
"დღისათვის მსოფლიოში საკმაოდ დიდი ოდენობის ნავთობია "დაკონსერვებული" და ფასი ჯერჯერობით სტაბილურ 40 დოლარის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, ეს დაბალი ფასია. მიმდინარეობს ჩვენი სფეროს ინვესტიციების მკვეთრი შემცირება. საბოლოოდ ეს გამოიწვევს ნავთობის ფასის ზრდას, ბაზრის სტაბილიზაციას - ეს მომავალში", - "ლუკოილის" ხელმძღვანელმა ვაგიტ ალეკპეროვმა.
მისი თქმით, თუ კრიზისი გაჭინაურდა, "ლუკოილი" სავარაუდოდ ხარჯების დამატებით ოპტიმიზაციაზე წავა.
ასევე, 2020 წელს "ლუკოილი" გეგმავს კაპიტალურ ხარჯებს 450-500 მლრდ რუბლის ოდენობით, მისი 550 მლრდ რუბლით შემცირებით
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share