4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:45

25 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებლი 1.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

2020 წლის 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, განხორციელდა 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 2 894 ტონა.  რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა  ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

Share