ვალუტის კურსი

2020 წლის პირველი ოტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათ შორის 14 არის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
"სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.37 მლრდ ლარით, ანუ 6.61 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ოქტომბრისათვის 54.34 მლრდ ლარი შეადგინა", - აცხადებენ სებ-ში.
მათივე ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.46 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.04 პროცენტია.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share