3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:37:10

ეროვნული ბანკი: ეკონომიკა საგარეო შოკის უარყოფითი ზეგავლენიდან გამოსვლას განაგრძობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ეროვნული ბანკი  2017 წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს.

"მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი და სხვა ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.

ანგარიშის თანახმად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2017 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, წლიურად 4.0% შეადგინა.

„ეკონომიკა განაგრძობს საგარეო შოკის უარყოფითი ზეგავლენიდან გამოსვლას, რასაც როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორები უწყობს ხელს. კერძოდ, მკვეთრად გაუმჯობესდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, ასევე ფულადი გზავნილები. საშინაო ფაქტორებიდან ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა აქვს ინვესტიციებსა და მოხმარებას, რასაც თავის მხრივ ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობის გაუმჯობესება, ფისკალური სტიმული და სესხების ზრდა უწყობს ხელს“,-აღნიშნულია ანგარიშში.

Share