ვალუტის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ სებ-მა განაცხადა.
მათი ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2237 შეადგინა.
„2020 წლის 27 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2237 შეადგინა“, - განაცხადეს სებ-ში.
Share