ვალუტის კურსი

"უკვე ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების სერიოზული ნიშნები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება აისახება თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის პროცენტის შესუსტებაში.
"უკვე ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების სერიოზული ნიშნები, რაც აისახება თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის პროცენტის შემსუბუქებაში და სრულიად ლოგიკურია, რომ ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა შეაფასა საქართველოს პერსპექტივა იმგვარად, რომ ჩვენ კვლავ ვიქნებით ერთ-ერთი რეგიონალური ლიდერო ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share