3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:39:12

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 33 400 ღერი უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 167 ბლოკი (33 400 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

(NS)

Share