
საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად,
2017 წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით, აშშ დოლარის მიმართ 7.1%-ით, ხოლო ევროსთან 4.2.%-ით გამყარდა.
„ ამასთან, ლარი 4.2%-ით გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც. 2017 წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.6%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 2.8%ით გაუფასურდა. რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 3.6%ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 2.4%-ით გაუფასურდა“,-ნათქვამია ანგარიშში.
ნომინალური ეფექტური კურსის მცირედ განსხვავებული სურათია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შესწორებული წონებისა და მომსახურების წონების გათვალისწინებით.
„ ამგვარად შესწორებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მეორე კვარტალში წლიურად 4.8%-ით გაუფასურდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 5.4%-ით გამყარდა“,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის 2017 წლის მონეტრული პოლიტიკის ანგარიშში.
Share