
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობებზე გაცემულია 6975 ნებართვა.
საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 76,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე: თბილისზე, ქვემო ქართლზე, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთზე.
"ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 6975 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,6 პროცენტით ნაკლები) 3925,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30,2 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 76,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე", - აცხადებენ საქსტატში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share