4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:03:33

სექტემბერში ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მატება ბენზინზე, ყველსა და სისხლძარღვთა გამაფართოებელ მედიკამენტებზე დაფიქსირდა

By: Admin
2020-10-30 14:19:12
204

სექტემბერში ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მატება ბენზინზე, ყველსა და სისხლძარღვთა გამაფართოებელ მედიკამენტებზე დაფიქსირდა, - ამის შესახებ ანგარიშს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, სექტემბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, პურზე, ვაშლსა და ხორცზე - 0.6 პპ. 

"სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მატება ბენზინზე, ყველზე და სისხლძარღვთა გამაფართოებელ მედიკამენტებზე დაფიქსირდა. თითოეული ამ პროდუქტის წვლილმა ინფლაციის მატებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით (პპ) იმოქმედა. საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია რეპეტიტორის მომსახურების გაიაფებამ.

წლიურ ჭრილში აღსანიშნავია, რომ სურსათის ინფლაციის შემცირების დინამიკა სექტემბერშიც გაგრძელდა და 6.1 პროცენტი შეადგინა. სექტემბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, პურზე, ვაშლსა და ხორცზე - 0.6 პპ. სხვა პროდუქტებიდან წლიურად 13.3 პროცენტით გაძვირებული სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ) და მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული ქორწინების ოქროს ბეჭდის 42.3 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ) გამოსარჩევი.

სექტემბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, საწვავის გაიფებამ იმოქმედა, ბენზინმა, დიზელმა და გაზის საწვავმა ინფლაცია ჯამში 0.9 პპ-ით შეამცირა. წლიურმა საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის,  ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 4.7 პროცენტამდე იკლო", - ნათქვამია ანგარიშში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share