2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:27

სამეგრელოში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

By: Admin
2020-11-02 13:22:01
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 89 ბლოკი (17 800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის 3 ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. სამივე ფაქტზე, საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

(NS)

Share