2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:45:26

სახაზინო აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა

By: Admin
2020-11-04 10:50:35
204

2020 წლის 3 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა მოცემული.

მისი მიხედვით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 35 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.110 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.147 პროცენტით განისაზღვრა.

Share