1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:40:22

ეროვნული სკრინინგ ცენტრი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს

By: Admin
2017-08-03 16:00:55
204

4-6 აგვისტოს, თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრი შპს “ჯორჯიან მანგანეზში” შემავალ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.

ცენტრის სპეციალისტები ზესტაფონს თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი მამომობილით ეწვევიან და პაციენტების ნაწილს “ფერო-მედის” შენობაში, ნაწილს კი მამომობილში მიიღებენ.

სპეციალისტები უფასო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით ჩაატარებენ:

• ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა;

• მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა;

• პროსტატის გამოკვლევა.

სკრინინგის პროგრამით, ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ასაკის, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები – 25-დან 60 წლის, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები 50-დან 70 წლის, ხოლო პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის პირებს ჩაუტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 2000-მდე პირია დასაქმებული. ეროვნული სკრინინგ ცენტრი, გამოკვლევებს ეტაპობრივად ჩაატარებს და 500-მდე პაციენტს მოემსახურება.

 

(NS)

Share