1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:02:55

პანდემიის გამო თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს

By: Admin
2020-11-04 14:27:39
204

პანდემიის გამო თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები პანდემიის გამო, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. პრივატიზაციის მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად ვამუშავებთ. გეგმას ვასრულებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, მოგვიწევს საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიაციო აქტივის კიდევ უფრო მობილიზება იმისთვის, რომ წლევანდელ ფინანსურ გამოწვევებს მუნიციპალიტეტმა სრულად უპასუხოს“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share