ვალუტის კურსი

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებს 22:00 საათიდან მუშაობა ეკრძალებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა.
„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share