
რძის პროდუქტზე ფასები 2.7%-ით, სამედიცინო პროდუქციაზე 2.9%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (7.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი). ამასთან ფასების კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (-9.7 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (8.6 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (3.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.2 პროცენტით, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (2.9 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.3 პროცენტი)“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share