5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:51:38

მაჭავარიანი ლარის გაუფასურებაზე - დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია

By: Admin
2020-11-06 12:48:32
204

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ლარის გაუფასურება დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან.

მაჭავარიანის თქმით, ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არსებობს.

„არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არსებობს. ეს იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share