4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:43:55

BAG ლარის გაუფასურებაზე - აუცილებელია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე

By: Admin
2020-11-06 13:09:36
204

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებას და შიდა სავალუტო ბაზარზე შექმნილ არასტაბილურ სიტუაციას ეხმაურება.

BAG-ში აცხადებენ, რომ აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები. მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. დღეს COVID 19-ით გამოწვეული უპრეცენდენტო მასშტაბის მქონე პანდემიისა და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის გამო, ლარი, სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების ამარა რჩება“, - აცხადებენ BAG-ში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share