
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით, კავკასიის რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს მოხდა მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის ხელშეკრულების გაფორმება:
„ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ ამ ვიზიტის დროს მოხდა მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია შემოდის არა მხოლოდ ახალი პორტის ოპერატორად, არამედ ინვესტორად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა
Share