
ორშაბათიდან დიდ ქალაქებში გადაადგილება 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე შეიზღუდება.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.
- ეს შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით:
- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
- ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;
• ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა“, - განაცხადა ცქიტიშილმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share