ვალუტის კურსი

გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული პირი კი, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ეს არ არის „კომენდატის საათი“ და ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. პირველ რიგში, ამ შეზიდვის დარღვევისთვის რა თქმა უნდა იმოქმედებს ის სანქცია რომელიც დაწესებული, კერძოდ 2 000 ლარი, იურიდიულ პირისთვის კი ესაა 10 000 ლარი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოტში, ზუგდიდსა და რუსთავში გადაადგილების შეზღუდვა დაწესდა.
Share