4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:39:27

დღეიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

By: Admin
2020-11-09 10:49:43
204

დღეიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს.

აღნიშნულ ქალაქებს მიეკუთვნებიან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და გორი. შეზღუდვა მოქმედებს როგორც ქვითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში.

შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის  სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე; ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share