2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:59:05

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-11-10 16:30:01
204

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

„2020 წლის 10 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.130 პროცენტით, მაქსიმალური 8.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.152 პროცენტით განისაზღვრა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share