ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 37 200 000 აშშ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ განცხადებას სებ-ი აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა.
„2020 წლის 10 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა”, - განაცხადეს სებ-ში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share