4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:03:16

აშშ-ს 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტის მიხედვით, საქართველო 132 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს

By: Admin
2020-11-11 10:49:21
204

აშშ-ს 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ასიგნების კომიტეტის კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტებს წარუდგენს ანგარიშს, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

„2020 წლის 10 ნოემბერს გასაჯაროვდა 20-21 წლის ფისკალური წლის ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო კანონის სენატის ასიგნების კომიტეტის ვერსია, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს დასახმარებლად განისაზღვრა 132 მილიონი აშშ დოლარი, ამავე კვეთაში ასევე მოქცეულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილია, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, რომლის თანახმადაც, კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტებს წარუდგენს ანგარიშს რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა რაიმე სახის ურთიერთობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share