11.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
12:20:15

ივანე მაჭავარიანი - განახლებულ ბიუჯეტს პარლამენტს ამ თვის ბოლომდე წარვუდგენთ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ განახლებულ ბიუჯეტს პარლამენტს ნოემბრის ბოლომდე წარუდგენენ.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ბიუჯეტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

„ბიუჯეტი დაიგეგმება 4.3 პროცენტის ფარგლებში იმიტომ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. დეფიციტის პარამეტრი ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, რადგან 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება როგორ ფისკალური, ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები. იუჯეტში შედის როგორ კარანტინის, ისე მკურნალობისა და იმედი მაქვს შევა ვაქცინის ხარჯები. ჩვენ განახლებული და სავალუტო ფონთან შეთანხმებული ბიუჯეტით წარვდგებით პარლამენტის წინაშე ამ თვის ბოლომდე, 30 ნოემბრამდე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

(NS)

Share