3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:30:36

ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე დასრულდა.

კირბალი-ბერშუეთის მონაკვეთზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც   მუნიციპალიტეტში 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით  კირბალის, ზერტის, ბერშუეთის, სობისისა და ხურვალეთის  მოსახლეობა ისარგებლებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავისთვის უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას.

(NS)

Share