5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:58:55

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ტრიატლონში საერთაშორისო სპორტული ღონისძიება პირველად გაიმართება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

თბილისის თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ფედერაციის ორგანიზებით და „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, 5 აგვისტოს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სპორტული ღონისძიება Tbilisi Triathlon Challenge 2017. 

აღნიშნული შეჯიბრი აერთიანებს სპორტის სამ სახეობას ცურვას, ველოსპორტს და სირბილს.

საქართველოში მსგავსი მასშტაბის შეჯიბრი პირველად იმართება და მასში  საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან  150 -მდე სპორტსმენი მონაწილეობს. პროფესიონალების გარდა შეჯიბრში მონაწილეობას  მოყვარული სპორტსმენებიც იღებენ. ღონისძიება დილის 7 საათზე დაიწყება. 

 

(R)

Share