-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:13

საქართველოში ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა15 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-11-13 11:26:01
204

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარი (16.6 პროცენტით ნაკლები).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share