-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:47

საქართველოში იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.6 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-11-13 11:45:33
204

საქართველოში 2020 წელს იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.6 პროცენტით შემცირდა.

ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 „2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარი (16.6 პროცენტით ნაკლები)“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share