-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:39

13 ნოემბრის, მონაცემებით საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

By: Admin
2020-11-13 15:10:44
204

13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.

მათი ცნობით, რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1 მილიონ 86 ათასს გადააჭარბა.

„2020 წლის 13 ნოემბრის მონაცემებით საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1 მილიონ 86 ათასს გადააჭარბა.

დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 560-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 244 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 241, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 74 პირმ. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ ბოლო სამი თვის მანძილზე 12 500-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share