-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:16:26

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

By: Admin
2020-11-16 12:11:03
204

2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.

„2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მლნ აშშ დოლარი (76.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ოქტომბრის (22.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share