17.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
17:53:27

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 750 კოლოფი (15 000 ღერი) უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს  საქონელი  ჩამოერთვა, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

(NS)

Share