
“ჩინეთის შანხაის ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა”, - ამის შესახებ ინფორმაცია, Galt & Taggart-ის გლობალური ბაზრის კვირის მიმოხილვაშია გამოქვეყნებული.
მისი მიხედვით, ბაიდენის გამარჯვებისა და ვაქცინის სიახლეებმა იაპონური აქციების მიმართ ინვესტორების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაზარდა.
„ჩინეთის კაპიტალის ბაზრებზე დადებითი გავლენა იქონია ჯო ბაიდენის
გაპრეზიდენტებამ, ვინაიდან მისგან კონსტრუქციული სავაჭრო პოლიტიკაა
მოსალოდნელი. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ (9 ნოემბერს)
ჩინეთის შანხაის ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა. მოგვიანებით, კვირის განმავლობაში ინვესტორების განწყობები ჩინეთზე გაუარესდა, ვინაიდან ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა - ამერიკელებს აუკრძალა ინვესტირება ისეთ ჩინურ კომპანიებში, რომლებიც ჩინეთის სამხედრო სექტორთან არიან დაკავშირებული.
შანხაის კომპოზიტმა კვირა ორშაბათის მაჩვენებელთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებ ნიშნულზე დაასრულა.
ბაიდენის გამარჯვებისა და ვაქცინის სიახლეებმა იაპონური აქციების მიმართ
ინვესტორების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაზარდა. იაპონიის Nikkei 225
ინდექსი ნოემბრის პირველ ორ კვირაში 8.8%-ით გაიზარდა და თითქმის 30-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნული მატება გამოწვეულია იმით, რომ ინვესტორებმა გაყიდეს ტექნოლოგიური კომპანიების აქციები და გადაინაცვლეს უფრო ციკლურ კომპანიებში, რომლებიც იაპონიაში მრავლადაა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
(R)
Share