5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:58:56

ნოემბრის პირველ კვირაში, ნავთობის ფასმა ბარელზე $41-ს გადააჭარბა - გალტ & თაგარტი

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ნავთობის ფასმა ბარელზე $41-ს გადააჭარბა“, - ამის შესახებ ინფორმაცია „გალტ&თაგარტის“ გლობალური ბაზრის მიმოხილვაშია მოცემული.

მისი მიხედვით, ოქროს ფასმა უნციაზე $ 1,889 შეადგინა.

„ეკონომიკების გახსნის მოლოდინების გაზრდამ ხელი შეუწყო ნავთობის ფასის მატებას. ნოემბრის პირველი კვირის ბოლოს ნავთობის ფასმა ბარელზე $41-ს გადააჭარბა.

თუმცა მოგვიანებით ნავთობის ფასები კვლავ შემცირდა, ამერიკაში ნედლი ნავთობის მარაგების ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად.

ინვესტორების განწყობების გაუმჯობესების შედეგად, ოქროზე - რომელიც

შედარებით უსაფრთხო ინვესტიციად ითვლება - მოთხოვნა შემცირდა. 9 ნოემბერს, ოქროს ფასი 4.5%-ით დაეცა და უნციაზე $ 1,853 შეადგინა, თუმცა მოგვიანებით ოქროს ფასმა მოიმატა და კვირის ბოლოს უნციაზე $ 1,889 შეადგინა“, - წერია გალტ&თაგარტის მიმოხილვაში.

(R)

Share