3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:29:38

2019 წელს მშპ-ს მოცულობა 10.4 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

By: Admin
2020-11-18 16:08:21
204

2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ ანგარიშს საქსტატი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება (5.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი).

 „დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 5.2 პროცენტს შეადგენს“, - აცხადებენ საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share