4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:05:54

საქართველოს ლატარიის კომპანიას შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი“ ჩაანაცვლებს

By: Admin
2018-09-07 12:57:15
204

საქართველოს ლატარიის კომპანიას შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი“ ჩაანაცვლებს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი”.

აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ლატარიის კომპანია საქმიანობას ლოტოს ბოლო გათამაშების შემდეგ შეწყვეტს.

 

(NS)

Share