1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:09:24

ვითიბი ბანკის აქტივებმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

2020 წლის 10 თვის შედეგებით, ვითიბი ბანკის აქტივებმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, შესაბამისად წლის დასაწყისიდან ბანკის აქტივების ზრდამ 22.6% შეადგინა.

მიმდინარე წლის განმავლობაში მთლიანი საკრედიტო პორტფელი 18.8%-ით გაიზარდა, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 28.5% შეადგინა. ბანკის საოპერაციო მოგება 31  მილიონი ლარით განისაზღვრა რაც 47.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ამ პარამეტრით ვითიბი ბაზრის ლიდერთა სამეულშია.

აქტივების მიხედვით ვითიბი ბანკი ბაზარზე მე - 4 ადგილზეა, ასევე საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოცულობებით უმსხვილესი ბანკების ოთხეულშია .

(R)

Share