ვალუტის კურსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღგ-ს ავტომატური დაბრუნების ახალ სისტემას ეხმიანება.
BAG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას.
„აქვე, ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ მწვავე გამოწვევებს, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,
გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share