1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:55:53

ნათია თურნავა - გამოვთქვამ იმედს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„მეათე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა -  შევლენ პარლამენტში და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას", - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

„ესაა პანდემია, რომელსაც ვებრძვით; ესაა ეკონომიკური სირთულეები, რაც ერთობლივადაა დასაძლევი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციაც პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ჩაერთოს მათ შესახებ მსჯელობაში, დებატებში და ერთობლივად ვიმუშაოთ მეათე მოწვევის პარლამენტში," - განაცხადა ნათია თურნავამ. 

Share