4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:00:39

სესხები

By: Admin
2020-11-22 16:00:43
204

საბანკო მომსახურება ვითარდება ბაზარზე არსებული მოთხოვნების მიხედვით და მომხმარებელი სულ უფრო საინტერესო შეთავაზებებს იღებს. განსაკუთრებით აქტუალურია სესხის თემა, რადგან ინვესტიციების ნაკლებობა აჩენს დამატებითი ფინანსების მოძიების ალტერნატიული წყაროს საჭიროებას. ამ დროს მშველელად ბანკი გვევლინება. გადავხედოთ რამდენიმე სესხის ტიპს.

სამომხმარებლო სესხი

ეს არის ყველაზე გავრცელებული პროდუქტი რომელიც საშუალებას მოგცემთ მცირე საშეღავათო პერიოდი მიიღოთ და ისარგებლოთ ბანკის საუკეთესო შეთავაზებებით, როგორც წესი სამომხმარებლო სესხი მორგებულია თქვენს საბანკო ისტორიაზე და შედარებით მოქნილია.

ავტო სესხი

ავტო სესხი ერთერთია იმ სესხებიდან, რომლის აღებისასაც ზუსტად უნდა იცოდეთ რისთვის იღებთ თანხას. ეს მოგცემთ საშუალებას მიზნობრივი სესხების უპირატესობებით ისარგებლოთ. პირველ რიგში მსგავსი სესხი ძალიან სწრაფად კეთდება, ასევე უზრუნველყოფას არ საჭიროებს რადგან თქვენს საკუთრებაში გადმოსული ავტომობილი უკვე თავისთავად უზრუნველყოფაა. ამ შემთხვევაში გხვდებათ სტანდარტული პროცენტი, რომელიც არ არის ძალიან დამოკიდებული თქვენს ისტორიაზე.

ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი

ამ სესხის შემთხვევაში თქვენ მიგაქვთ ბანკში ოქრო და მოგაქვთ თანხა, თუმცა ლომბარდისგან განსხვავებით გხვდებათ უფრო ზუსტი შეფასების სისტემა, დაბალი პროცენტი, ასევე ბანკის შემთხვევაში მეტია ზოგადად სანდოობა.

სატვირთოთი უზრუნველყოფილი სესხი

რადგან გადაზიდვა აქტუალური საქმიანობა გახდა, მათთვის ვინც ამ სფეროში იწყებს საქმიანობას, ან არსებულ ბიზნესს აფართოვებს, კონკრეტულად ამ მიზნისთვის შეიქმნა პროდუქტი, სატვირთოთი უზრუნველყოფილი სესხი. თქვენ შეგიძლიათ არსებული სატვირთო მანქანა გამოიყენოთ როგორც უზრუნველყოფა და ისარგებლოთ თანხით სხვადასხვა მიზნებისთვის, ან გამოიყენოთ თანხა ახალი სატვირთოს შესაძენად.

როგორც ხედავთ სესხის მსურველთათვის ბანკს აქვს მტრავალფეროვანი შეთავაზებები და უნიკალური მიდგომა. იმის მიხედვით როგორი საბანკო ისტორია გაქვთ, ბანკი შეგთავაზებთ ინდივიდუალურ პირობებს და ამაში ცუდი არაფერია. მას მერე რაც კარგად აწონ დაწონით რისთვის გინდათ სესხი და როგორ შეგიძლიათ გადახდა, აირჩევთ თქვენზე სრულყოფილად მორგებულ პროდუქტს.

Share