ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 155 617 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.240 პროცენტით, მაქსიმალური 8.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.265 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აცხადებენ სებ-ში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share