5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:51:53

საქართველოდან 2.2 მლნ აშშ დოლარის ვაშლია ექსპორტირებული

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 4 884 ტონა.  რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

(NS)

Share