3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:45:55

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

By: Admin
2020-11-24 17:11:42
204

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3193 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი  3.3073 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0120 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9447 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.9215 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0232  ლარი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share