2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:37

შიდა ქართლში საირიგაციო სისტემის მოწესრიგება გრძელდება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით   აქტიურად ახორციელებს.

შიდა ქართლში, ძევერა-შერთულის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. 

ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის  გამტარუნარიანობა გაიზრდება, რის შემდეგაც სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის  მოსახლეობა ისარგებლებს (ძევერა, შერთული, კარალეთი და გარეჯვარი).  

(NS)

Share