-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:31

ბუღალტერია

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ზოგჯერ დღე, კვირა, თვე ისე გადის რომ არ ვუფიქრდებით ჩვენს მიერ შნივთის შეძენა თუ გაყიდვა კიდევ რა ფორმით არსებობს სამყაროში, გარდა იმისა რაც ჩვენ ვიცით. აღმჩნდა რომ ბუღალტრული პროცესების უზარმაზარ სამყაროში ყოველი ფინანსური მოვლენა პარალელურ სამყაროში არსებობს და თანაც ერთმანეთთან არის კავშირში. ანგარიშები ისე არის ერთმანეთზე გადაბმული, როგორც ერთიანი სისტემა, ამ სამყაროშ ყოველთვის ყველაფერი ჩანიშნული და ჩაწერილია.

საბუღალტრო აღრიცხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ისეთ მენეჯერულ საკითხებში როგორიცაა ფასის მოფიქრება, მომატება ან დაკლება, ასევე ხელფასების გაწერა და სხვა ფინანსური პროცესები, ყოველთვის უნდა იყოს დამოკიდებული საბუღალტრო აღრიცხვაზე. პირველ რიგში ეს პროცესი სათანადოდ პრიორიტეტული იყოს, რომ ყველა საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა და საბუთების ზედმიწევნით შენახვა ხდებოდეს.
მეორე აუცილებლად უნდა არსებობდეს პროფესიონალი ვინც შემდეგ ამ მონაცემებს მოაწესრიგებს და სტატისტიკურად საინტერესო ინფორმაციის ფორმას მისცემს.
ბოლოს კი მენეჯერებს შორის ინფორმაციის განხილვა და ანალიზი უნდა ხდებოდეს. პირველ რიგში ხომ ბუღალტრული აღრიცხვა სწორედ ამისთვის არის, რომ საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს კომპანიას მის მიერ გახარჯული თუ მიღებული ფინანსებისა და მათი სხვაობის შესახებ.

საბუღალტრო სამყაროს კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლებში, საბუღალტრო გატარებებიც ფიგურირებს. ეს ის ეტაპია სადაც საბუღალტრო საქმიანობამ შეიძლება შეგიმციროთ ან მოგიმატოთ გადასახადი. ცხადია ტყუილი კანონდარღვევაა, მაგრამ თუ რაიმეს გატარება შეიძლება ხარჯში ეს აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე საერთო ბრუნვის გაზრდა და ა.შ. ბუღალტრული  გატარება აუცილებელი პროცესია თუმცა პროფესიონალი ბუღალტერი აუცილებლად გასწავლით ეს სათქვენოდ როგორ გამოიყენოთ.

საბუღალტრო სფეროში ყველაფერი მნიშვნელოვანია, საქმისადმი სიყვარული, ცოდნა, გამოცდილება, მაგრამ ისე არაფერი ფასობს როგორც შედეგები და  რეპუტაცია. შეაფასეთ თქვენი ბუღალტერი ან მოიძიეთ ისეთი კომპანია, რომელთან თანამშრომლობაც თქვენს შედეგებზე აისახება. იქნება ეს თქვენ მიერ დაზოგილი დრო, თუ ფული დაისახეთ მიზნად საბუღალტრო პროცესების გამართვა და მათი გამოყენება ბიზნესის განვითარებისთვის.

Share